მარიამ ჯაში: ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა
მარიამ ჯაში: ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსება 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა
15:41 14.11.2018
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმნიშვნელოვანეს სიახლედ დაასახელა ინკლუზიური განათლების კომპონენტის დაფინანსების ზრდა 5 მილიონიდან 17 მილიონ ლარამდე.

„ეს გახლავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებთან თანამშრომლობისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგი” - აღნიშნა მარიამ ჯაშმა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან აღნიშნა, რომ წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა გადაჭრილია.

„კანონში წელს მიღებული ცვლილებებით სპეც-პედაგოგები ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი და მათი შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად ფინანსური გარანტიებიც უკვე გათვალისწინებულია 2019 წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ბეჭდვა