საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით,
ევროპარლამენტის წევრების შეფასებები და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უპრეცედენტოა.
ეს განცხადება მან ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე გამართულ დებატებსა და ევროპარლამენტარების მხარდამჭერ განცხადებებე გააკეთა.
„უპრეცედენტოა ასეთი მხადაჭერა და შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტის წევრების მხრიდან ამ დღეებში მოვისმინეთ. ის პოზიტიური განცხადებები, რომელიც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური პროცესების მიმართ გაკეთდა ევროპარლამენტში, ბუნებრივია, ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენმა მოქალაქეებმა მეტად ისარგებლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო მიმოსვლით და ყველა იმ სიკეთით, რასაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
