სოფო კილაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლობის პრაქტიკაზე ისაუბრა
სოფო კილაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლობის პრაქტიკაზე ისაუბრა
10:01 14.11.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ რიგით მესამე საეთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

სოფო კილაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც კომიტეტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ჩამოყალიბდა.

„მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ჩვენს კომიტეტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმდა, დროის უმცირეს მონაკვეთში ხდება გადამისამართება და იურიდიული დახმარების გაწევა მოქალაქეებისათვის. თანამშრომლობის დოკუმენტით ასევე გათვალისწინებულია პარლამენტის მხრიდან მონიტორინგი გაწეული დახმარების ხარისხთან მიმართებით. გამომდინარე აქედან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი და მზად ვართ მოქალაქეთა საკეთილდღეოდ, სამსახურის გაძლიერებისთვის მომავალი ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ სიტყვით გამოსვლისას.




ბეჭდვა