ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილთან ფარულ შეხვედრას უარყოფს
ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილთან ფარულ შეხვედრას უარყოფს
13:00 27.07.2012
პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან ფარულად შეხვედრა უარყო.

ამის შესახებ ბურჯანაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პოლიტიკოსი ვარ და არ არის პრობლემა, რომ ვინმეს შევხვდე. გასაკვირი ის არის, რომ ვერ ვხვდებით და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ვსაუბრობთ.მე არაფერი მაქვს დასამალი და ბიძინა ივანიშვილს რომ შევხვედროდი, ამის შესახებ თქვენც გაიგებდით“ - განუცხადა ჟურნალისტებს ბურჯანაძემ.

მისი თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და პოლიტიკოსები ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ბურჯანაძისა და ივანიშვილის ფარული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ინტერნეტმედიაში გავრცელდა.

ბეჭდვა