ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძე დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული წინადადებით ჩახვაძე დღეს პარლამენტში გამართული დებატების დროს გამოვიდა.
მისი შეფასებით, დემოკრატიული საქართველო წარმოუდგენელია ძლიერი საშუალო კლასის გარეშე. მისივე თქმით, უმუშევრობა ნომერ პირველი ეკონომიკური და სოციალური პრობლემაა.
"ედპ გამოდის ინიციატივით შეიქმნას დასაქმების სახლმწიფო სააგენტო, რომელიც თავისი რეგიონალური ოფისების მეშვეობით უზრუნველყოფს, როგორც უმუშევრობის დაზღვევას, ასევე უმუშევრების რეგისტრაციას და შემწეობების გაცემას მათ პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას, დასაქმებასა და თვითდასაქმებას", – აღნიშნა ჩახვაძემ.
