ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს
ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წევრად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს
11:34 10.11.2018
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად არჩეულ იქნა საქართველოს კანდიდატი - ია დადუნაშვილი.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფში არსებულ 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი. გამართული კენჭისყრის შედეგად, არჩეულ იქნა კანდიდატები 7 ქვეყნიდან - იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა და ირლანდია. აღსანიშნავია, რომ ეს არის GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევა.

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.


ბეჭდვა