დღეს, თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას საგარო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ.
საქართველოში დიპლომატის დღე 3 ნოემბერს აღინიშნება და ის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
