საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო აღრიცხვის ბოლო ვადა 11 ნოემბერია
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო აღრიცხვის ბოლო ვადა 11 ნოემბერია
10:36 09.11.2018
ცენტრალური საარჩევნო კომისიის, #52 დადგენილებით არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის დადგინდა საზღვარგარეთ ჩვენი თანამოქალაქეების საარჩევნო მიზნებისათვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა - მიმდინარე წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაციის და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებმა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის თხოვნით - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით - უნდა მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან ელექტრონულად (ონ-ლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისათვის ონ-ლაინ რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ესაჭიროება ტექნიკური დახმარება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი (http://www.mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx)
სადაც მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ საჭირო დახმარებას.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების - მათ შორის - საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას.

ბეჭდვა