საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში თურქმენეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში თურქმენეთის ელჩს შეხვდა
15:41 08.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეთმურათ მურატოვთანგაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გამართვის შესაძლებლობა, ერთობლივ სატრანსპორტო-სატრანზიტო პროექტებში მონაწილეობა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

შეხვედრის დასასრულს თურქმენეთის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა განაგრძოს თურქმენეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით.



ბეჭდვა