საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის
უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ გერტ-ჰაინრიხ არენსს უმასპინძლა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (OSCE/ODIHR) საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინსტიტუტთან მრავალწლიან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე და ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, ხოლო ფუნდამენტური უფლებები მთელი ამპროცესის განმავლობაში ძირითადად დაცული.
აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისია ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მოწვევით იმყოფება. მისია 2018 წლის 18 სექტემბერს შეუდგა მუშაობას და მონიტორინგს უწევს, როგორც წინასაარჩევნო პროცესს, აგრეთვე, არჩევნების პროცესის მიმდინარეობას.
