საქართველოს ელჩმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს ელჩმა უნგრეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
10:15 07.11.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იანოშ ადერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში საქართველოს ელჩსა და უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორისმეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ჩამოყალიბებულ მჭიდრო თანამშრომლობას.

საგარეო უწყების ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოსევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ.

ზაალ გოგსაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, იანოშ ადერმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.

ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი.

ბეჭდვა