ირაკლი კობახიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება
ირაკლი კობახიძე: ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება
19:20 05.11.2018
„ვალუტის კურსის გამყარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.

„გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან იმისათვის, რომ ეს საკითხი მოწესრიგდეს”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბეჭდვა