პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გუგული
მაღრაძის განცხადებით, არსებობს კლასიკური მაგალითები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საარჩევნო კამპანია.
მისივე თქმით აუცილებელია ყველანაირი მეთოდის გამოყენება, რაც აქამდე არ იყო ინტენსიურად გამოყენებული, რადგან ხალხმა ნათლად დაინახოს, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი მმართველ პარტიას.
„კლასიკა არსებობს, თუ როგორ უნდა ჩავტაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ამ საარჩევნო კამპანიას ბევრი რამ დავაკელით. ახლა ყველა ხერხს და მეთოდებს გამოვიყენებთ, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში პარტიები იყენებენ- ეს არის შეხვედრები, ფლაერები, მესიჯბოქსები, ტელევიზიაში როლიკები და ასე შემდეგ.... ეს ყველაფერი არ იყო ისე ინტენსიურად, როგორც საჭირო იყო. ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივწვდეთ... მაგალითად, პენსიონერების ნაწილმა არც კი იცოდა, რომ იანვრიდან მათ 20 ლარი მოემატებოდათ და პენსია 200 ლარი გახდებოდა. ამიტომ, ნათლად უნდა გავაგებინოთ ხალხს, თუ რატომ უნდა დაგვიჭირონ მხარი“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.
