სააკაშვილი - მუმიფიცირებული პოლიტიკური გვამების ხელში საქართველო არასოდეს დარჩება
სააკაშვილი - მუმიფიცირებული პოლიტიკური გვამების ხელში საქართველო არასოდეს დარჩება
00:07 29.02.2012
შევარდნაძის ჩამოშორებული, მუმიფიცირებული პოლიტიკური გვამების ხელში საქართველო არასდროს აღარ დარჩება. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი შემცვლელები იქნებიან არა ჯონდები და მათი პატრონები, არამედ ჩვენი შემცვლელები იქნებიან საქართველოს მომავალი თაობა, რომელიც ახლა მოდის პოლიტიკაში",- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, რადგან ოპოზოცია 2013 წლის გეგმებზე შეკითხვებს სვამს, დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წლის არჩევნები უკვე წაგებული აქვთ.

"როცა ადამიანი გელაპარაკება წაგებულის პოზიციიდან, მაშინ პრობლემა აქვთ საკუთარი პოლიტიკური ძალის მომავალთან", - განაცხადა მან.

მიხეილ სააკაშვილის თქმითმ, მიმდინარე პოლიტიკა გაგრძელდება.

ტალახის მოყვარულთათვის კი, აბაზანა გამზადებულია და ყველას, ვისაც ამის სურვილის აქვს, აქედან ყვითელი ავტობუსი გადაიყვანს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჯონდი ბაღათურის სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის მამა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელია.

ბეჭდვა