საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ქუთაისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ლაშა თორდია წარუდგინა.
ბაქრაძემ სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან ბეჟაშვილის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ბეჟაშვილმა კახეთის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის გვერდით დგომის მოტივით თავად მიიღო. ამჟამად, იგი კახეთის აღორძინების ფონდის ხელმძღვანელია.
ლაშა თორდიას თქმით, იგი ლევან ბეჟაშვილის მიერ წარმატებით დაწყებულ საქმესა და რეფორმებს გააგრძელებს.
ლაშა თორდია ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საკანონმდებლო ორგანომ ახალ თანამდებობაზე იგი გუშინ დაამტკიცა.
