საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის
მოქმედება კონკრეტულ ადამიანებზე და მათ ოჯახებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ეს განცხადება მან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შენმდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენი მოქმედება უნდა იყოს საზოგადოებაზე და უფრო კონკრეტულ ადამიანებზე, ოჯახებზე ორიენტირებული. ჩვენ მიერ ეს პროცესი დაწყებული იყო, თუმცა ამას მეტი კომუნიკაცია სჭირდება. კომუნიკაცია როგორც პიარი კი არა, კომუნიკაცია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს ყველა ჩვენს ნაბიჯს. ეს აუცილებელია,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
