ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდის და განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია
ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდის და განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია
14:42 01.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს არჩევანის ერთ მხარეს დგას სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილიც უმძიმეს დანაშაულებებშია მხილებული, მეორე მხარეს კი დგას სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის სიმშვიდის გარანტია.

„დღეს არჩევანი არის სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილი არის უმძიმეს დანაშაულებებში მხილებული და მონაწილე, მეორე მხარეს არის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთელი წარსული არის ევროპული გამოცდილება და არის არჩევანი, რომელიც არის ქვეყნისთვის სიმშვიდის და ხვალინდელი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბეჭდვა