„ქრისტიან-დემოკრატები“ ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის მოსახლეობას შეხვდებიან
„ქრისტიან-დემოკრატები“ ბათუმის სპორტის სასახლეში აჭარის მოსახლეობას შეხვდებიან
13:39 26.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები დღეს, აჭარის მოსახლეობას ბათუმში სპორტის  სასახლე „ბასკოში“ შეხვდებიან.

შეხვედრას გახსნის „ქრისტიან-დემოკრატების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ზოსიძე, რის შემდეგაც მოძრაობის ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი მოსახლეობას მიმართავენ და საარჩევნო პრიორიტეტებს გააცნობენ.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ საარჩევნო კამპანია 13 ივლისს ქუთაისში ფორუმით ოფიციალურად გახსნეს.

ბეჭდვა