პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ მათ მიერ განხორციელებული „კარდაკარის“ შედეგებს ამომრჩეველთა
სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიას აგვისტოს დასაწყისში წარუდგენს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის საარჩევნო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, „კარდაკარის“ მონაცემების კომპიუტერული დამუშავება 3 აგვისტოს დასრულდება, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო კომისიას გადაეცემა.
„კარდაკარის კამპანიის პროცესში მრავალი დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის მიწერილი, გარდაცვლილი, დუბლირებული და გამორჩენილი ამომრჩეველი“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „კარდაკარის“ დასრულების შემდეგ, კომპიუტერულად 40 მილიონამდე მონაცემის დამუშავება მიმდინარეობს.
