დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
16:04 29.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობა და სტრატეგიულ პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აზერბაიჯანში განხორციელებულ ვიზიტს და ბაქოში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს მაღალი შეფასება მიეცა.

მინისტრებმა რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები მომოიხილეს, მათ შორის აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის ამ ფორმატის დიდ პოტენციალს კულტურული, ხალხთაშორისი და ტურიზმის სფეროში კავშირების გასააქტიურებლად.

ასევე, აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობას და საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში ამ ორი ქვეყნის ჩართულობის მნიშვნელობას. მათ შორის კიდევ ერთხელ აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საერთაშორისო დანიშნულება, განსაკუთრებით ისეთი გლობალური ინიციატივის რეალიზაციისთვის როგორიც არის ერთი გზა - ერთი სარტყელი. მინისტრები ასევე მიესალმნენ ტრანს-ანატოლიური გაზსადენის პროექტის ინაუგურაციას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიური სამუშაოები გასწიონ საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო შესაძლებლობების შემდგომი პოპულარიზაციისთვის. ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას მაღალი შეფასება მიეცა; აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ. მინისტრებმა მომიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და არსებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის პრინციებისა და ნორმების თანახმად მოგვარებისადმი ერთგულება.

ბეჭდვა