დავით ზალკალიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
დავით ზალკალიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
10:41 29.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს მოკლევადიან დამკვირვებელთა მისიის სპეციალურ კოორდინატორს, კრისტიან ვიგენინს და საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.

როგორც საქართველოსა საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, შეხვედრისას საუბარი ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. ქართულმა მხარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოწვევაზე დადებითი გამოხმაურებისათვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის კუთხით მათი ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. ამასთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 28 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ღია, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ საარჩევნო გარემო და პირობები საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდეს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მხრიდან საქართველოსთან ნაყოფიერ თანამშრომლობას მაღალი შეფასება მიეცა. ამასთან აღინიშნა, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს ადასტურებს.

ბეჭდვა