ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გააკეთა
ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გააკეთა
12:22 28.10.2018
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ილია მეორე არჩევანის გასაკეთებლად კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე 4-ე საარჩევნო უბანზე მივიდა.

„იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო ბდნიერი იქნება. დალოცვილი იყავით“- ბრძანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

საქართველო დღეს მის ისტორიაში რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.

ბეჭდვა