ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
09:21 28.10.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თამარ ჟვანიამ დელეგაციებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნოადმინისტრაციასრულმზადყოფნაშიაკანონმდებლობისშესაბამისადდამაღალიპროფესიულისტანდარტებითმოემსახუროსამომრჩევლებს.

დელეგაციების წარმომადგენლებისაერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, იორდანიის , უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მალდივის, მექსიკის, მოლდოვას, პოლონეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კორეის, რუმინეთის, სლოვენიის, თურქეთისა და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების,საარჩევნოსისტემებისსაერთაშორისოფონდისა (IFES) და „დელიან პროექტის“(The Delian Project) წარმომადგენლები.

ბეჭდვა