დავით ბაქრაძე დღეს ახალ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას წარადგენს
დავით ბაქრაძე დღეს ახალ გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას წარადგენს
09:00 26.07.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, გენერალურ  აუდიტორს ლაშა თორდიას წარადგენს.
ბაქრაძე ლაშა თორიდიას თანამშრომლებს ქუთაისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარუდგენს.
პარლამენტმა 83 ხმით 2–ის წინააღმდეგ, გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდიას კანდიდატურა გუშინდელ რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა. პარლამენტის სხდომაზე მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაც დამტკიცდა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ნიშნავს.

ბეჭდვა