მაჭავარიანი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პოლიტიკური პარტიების ქცევის დეკლარაციას შეუერთდეს
მაჭავარიანი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პოლიტიკური პარტიების ქცევის დეკლარაციას შეუერთდეს
19:19 25.07.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, პოლიტიკური პარტიების ქცევის დეკლარაციას შეუერთდეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, ჯერ კიდევ 14 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული ქცევის წესების დეკლარაციას პარტიების უმეტესობა შეუერთდა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე უარი განაცხადა.

„სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებაც მიუღებელია. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, არჩევნების ჩატარება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც დეკლარაციაშია აღნიშნული“-განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს ვალდებულება, რომ არჩევნები ჩატარდება არაძალადობრივი გზებით, ასევე, არ მოხდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა.

ბეჭდვა