მინაშვილი - უპრინციპობის და სისუსტის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა
მინაშვილი - უპრინციპობის და სისუსტის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა
23:44 28.02.2012
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ეწინააღმდეგებიან.
"ისინი პირდაპირ გაიძახიან, რომ სურთ პოლიტიკური კორუფცია ამ ქვეყანაში, სურთ თაღლითური გზებით შავბნელი თანხების მოძიება. ეს ასე არ მოხდება ბატონო გიორგი" - მიმართა მან გიორგი თარგამაძეს.
მისივე თქმთ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 98% აცხადებს, რომ კორუფციასთან შეხება ბოლო წლების მანძილზე არ ჰქონია, ოპოზიციის მხრიდან ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობის თქმით, არსებობს პრობლემები, გამოწვევები, ხარვეზები თუმცა, უპრინციპობის და სისუსტის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა.

ბეჭდვა