თამარ ჩუგოშვილი: ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან ქართული ჯარის პოლიტიზირება არ არის ღირსეული საქციელი
თამარ ჩუგოშვილი: ყოფილი მთავარსარდლის მხრიდან ქართული ჯარის პოლიტიზირება არ არის ღირსეული საქციელი
19:12 25.10.2018
„28 რიცხვამდე არც ერთი საარჩევნო ყუთი არ იხსნება, ამაზე განცხადება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გააკეთა. არავინ არ იცის რა შედეგები არის თუნდაც იმ ოლქში, სადაც ქართველი სამხედროები აძლევენ ხმას“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„ამიტომ სრული სპეკულაციაა იმაზე საუბარი თუ რა შედეგი დაჯდა და ვის მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სამხედროებმა. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოფილ მთავარსარდალს არ ეკადრება ქართველი სამხედროების და ქართული ჯარის პოლიტიზირების თუნდაც მცდელობა, არ არის ეს ღირსეული საქციელი“-აცხადებს დეპუტატი.

ბეჭდვა