ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტსა და სასამართლოს მდივანს შეხვდა
ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტსა და სასამართლოს მდივანს შეხვდა
18:10 25.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ვიცე-პრეზინდეტთან, რობერტ ფრემრს და სასამართლოს მდივანთან, რობერტ ლიუისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ საქართველო თავიდანვე იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მტკიცე მხარდამჭერი და რომის სტატუტით გათვალისწინებული მიზნებისა და ფასეულობების ხელშეწყობას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის სრულფასოვანი და მჭიდრო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ მჭიდრო და შეუფერხებელ თანამშრომლობას ემსახურება შესაბამისი შეთანხმებების დადება, როგორც სასამართლოსთან, ისე პროკურორის ოფისთან.

თავის მხრივ, სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულად მტკიცე მხარდამჭერი ქვეყანაა, რაც ძალიან დასაფასებელია. დადებული შეთანხმებები და მათზე დაყრდნობით, მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობა არის დასტური იმისა, რომ საქართველო ზოგადი, პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა დგამს კონკრეტულ და ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს სასამართლოს გასაძლიერებლად. სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა სხვა ქვეყნებისთვისაც სამაგალითოა.

სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი და მდივანი საქართველოს ეწვივნენ მაღალი დონის რეგიონული სემინარის ფარგლებში.

ბეჭდვა