საქართველოს ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოს ელჩმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
17:33 25.10.2018
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ლატვია საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს პროგრესს და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს დადებითი შეფასება მიეცა.

თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური პოლიტიკური დიალოგისა და მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით კმაყოფილება გამოხატა და საქართველოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ბეჭდვა