არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ შეფასებით, IRI -ს კვლევის შედეგები პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგის შესახებ, არადამაჯერებელი და აბსურდულია.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება IRI-მ როგორი მეთოდით და რა სივრცეში ჩაატარა საველე სამუშაოები, რომ კვლევის შედეგები ასე შორსაა რეალობისგან და კოლიზიაშია მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობასთან“- აცხადებს კოალიციის თანათავმჯდომარე მაია ხარაძე.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალწლიანი დესპოტური მმართველობა შეუძლებელია მოსახლეობაში სერიოზული მხარდაჭერა და ლიდერი პოლიტიკური პარტიის პოზიცია ჰქონდეს.
