აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალურ სამიტში მონაწილეობს
აკაკი ზოიძე ტუბერკულოზის გლობალურ სამიტში მონაწილეობს
14:35 24.10.2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ქალაქ ჰააგაში, ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) მიერ გამართულ მესამე გლობალურ სამიტში მონაწილეობს.

სამიტის ფარგლებში, მისი მონაწილეები, 2015 წლის სამიტის შემდეგ ტუბერკულოზის გლობალური ჯგუფის (Global TB Caucus) მიერ მიღწეულ პროგრესს და მიმდინარე წლის სექტემბრის გაეროს გენერალური ასამბლეის ტუბერკულოზის მაღალი დონის შეხვედრის შედეგებს განიხილავენ.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს აკაკი ზოიძემ მიმართა, რომელმაც რეგიონში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება იმ მიდგომებსა და მეთოდებზე გაამახვილა, რომლებიც მისივე შეფასებით, ტუბერკულოზთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად გამოიყენება.


სამიტის მსვლელობისას ღონისძიების დელეგატები ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის, „Stop TB Partnership“-ის, ტუბერკულოზის რეგიონული პროექტის და ტუბერკულოზის ევროპის კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემები და არსებული საჭიროებები მიმოიხილეს.
ბეჭდვა