მედიასაშუალებები პერეზიდენტს სიმბოლურად სატელიტურ თეფშს გაუგზავნიან
მედიასაშუალებები პერეზიდენტს სიმბოლურად სატელიტურ თეფშს გაუგზავნიან
17:33 25.07.2012
პარლამენტის წინ ტელეკომპანია „მაესტროს“ მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები სპეციალურად მიტანილ სატელიტურ თეფშზე სიმბოლურად ხელს აწერენ.
სატელიტურ ანტენაზე უკვე ათობით ხელმოწერაა დაფიქსირებული და ის ცოტა ხანში პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ქვეყანაში სატელიტური თეფშების „დეფიციტია“, ამიტომ მედია პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას სატელიტურ ანტენას უგზავნის.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნას მოითხოვენ.

ბეჭდვა