ირაკლი სესიაშვილი „ვარშავის 2018 წლის უსაფრთხოების ფორუმში“ მონაწილეობს
ირაკლი სესიაშვილი „ვარშავის 2018 წლის უსაფრთხოების ფორუმში“ მონაწილეობს
13:31 24.10.2018
ვარშავაში ნატოს მხარდაჭერით და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით „ვარშავის 2018 წლის უსაფრთხოების ფორუმი“ იმართება. საერთაშორისო კონფერენციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი ესწრება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმზე, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებისა და შეიარაღების საკითხებში შესაბამისი ეროვნული სამსახურების უფროსების შეხვედრა გაიმართება, სადაც სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შესყიდვის მეთოდები და შესყიდვის პროცესზე ეფექტური სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმები განიხილება. ასევე, ფორუმის მონაწილეები დახურულ ფორმატში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ზოგადად სამხედრო შესაძლებლობების განვითრების მიმართულებით ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს, შემდგომი განვითარების პერსპექტივებს და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ბეჭდვა