პარლამენტის მეორე რიგგარეშე სესია დღეს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
როგორც სხდომის დასრულების გამოცხადებისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, იგი აღარ დააკონკრეტებს ბოლო სხდომაა თუ არა, რადგან ცუდად აქვს დაცდილი.
„აღარ გეტყვით, ბოლო სხდომაა თუ არა, იმიტომ, რომ ცუდად გვაქვს დაცდილი. უბრალოდ ვიტყვი, რომ რიგგარეშე სესია დღეს დახურულია“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დღეს 19 ივლისის სტიქიის შედეგების ლიკივიდაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცეს.
დღესვე, პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლაშა თორდია დაამტკიცა.
