დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
17:43 23.10.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, საულიუს სკვრნელისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიეტუვას საქართველოს გამორჩეული და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაც აისახება როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგზე, ასევე ხალხთაშორის კავშირებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, განსაკუთრებით ლიეტუვის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აღინიშა, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტირიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა ლიეტუვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე საკითხში.

ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სეტქორული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ლიეტუვის დახმარების პაკეტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ლიეტუვა გახლავთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი ტვინინგის პროგრამის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც უკვე 6 პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს.

მხარეები შეთანხმდნენ მომავალში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და პოტენციალის უკეთ რეალიზებისთვის ძალისხმევა მიმართონ.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების პოლიტიკას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს ჩართულობას და მის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას.

აღინიშნა ქვეყნებს შორის ვიზიტორების მაჩვენებლის მზარდი დინამიკა, რასაც ქვეყნებს შორის პირდაპირმა ფრენებმა ხელი შეუწყო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თბილისსა და ვილნიუსს შორის, მომავალი წლის გაზაფხულიდან პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.


ბეჭდვა