პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდია დაამტკიცა
პარლამენტმა გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდია დაამტკიცა
17:03 25.07.2012
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე 83 ხმით 2–ის წინააღმდეგ, გენერალურ აუდიტორად ლაშა თორდია დაამტკიცა.
დღესვე, პარლამენტის სხდომაზე მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაც დამტკიცდა.
"ჩემთვის ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობა დიდი პატივი იყო. მრავალი გამოწვევა ერთად გადავიტანეთ და ჩვენს გუნდში ბზარი არასდროს გაჩენილა, ამიტომ, ყოველთვის ვიამაყებ" – განაცხადა ლაშა თორდიამ კენჭისყრის შემდეგ.
დავით ბაქრაძის შეფასებით, თორდიას აღმასრულებელი ხელისუფლების ლოჟაში დამსახურებულად შეუძლია გადასვლა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ნიშნავს.
ბეჟაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომლის მიზეზად, კახეთში მომხდარი სტიქია და მისი მხრიდან მოსახლეობისთვის გვერდით დგომა დაასახელა.

ბეჭდვა