საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის დარბაზი დროებით დატოვა.
პრეზიდენტმა ეს ჯონდი ბაღათურიას სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც ბაღათურია პრეზიდენტის ოჯახის ინტერსებზე და მისი ოჯახის წევრების საქმიანობაზე საუბრობდა.
ბაღათურიამ პრეზიდენტის მამაც ახსენა და განაცხადა, რომ იგი ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელია.
პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიას განუცხადა, რომ ტალახში გორაობა მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და კარგი ტალახიც დაჰპირდა. ამის შემდეგ კი, იგი დარბაზიდან გავიდა და რამდენიმე წუთის წინ ისევ დაბრუნდა.
