სუს-ის უფროსი ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა
სუს-ის უფროსი ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა
10:23 23.10.2018
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშიროსო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი ესწრებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწევევებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის როლზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა აღინიშნა.

ასევე, ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებს და მოლაპარაკებების არსებული ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.

ბეჭდვა