საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა გრიგოლ ვაშაძემ და ედვარდ ნალბანდიანმა მილოცვის წერილები გაცვალეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრები წერილებში ყურადღებას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებზე ამახვილებენ.
წერილებში ასევე საუბარია, ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
