თარგამაძე ალავერდის ტაძრის გადასარჩენად თანხის გამოყოფას მოითხოვს
თარგამაძე ალავერდის ტაძრის გადასარჩენად თანხის გამოყოფას მოითხოვს
16:22 25.07.2012
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას ალავერდის ტაძრის გადასარჩენად სახსრების გამოყოფას ურჩევს.
ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე ერთი წელია, ალავერდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას სახელმწიფო კომისია სწავლობს, ვითარება იგივეა და მონასტრის ტერიტორია ყოველი წვიმის შედეგად იტბორება.
„დროა გადავიდეთ მოქმედებაზე, პროექტზე მუშაობა დავასრულოთ და ღონისძიებები დავაფინანსოთ, რომ ალავერდი გადავარჩინოთ. საფრთხე რეალურია” – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს სველდება საძირკველი, რის გამოც ტაძარი საფრთხის წინაშეა.

ბეჭდვა