საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების
ერთობლივი შეხვედრა ავსტრიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან, არად ბენკოსთან ერთად გაიმართა, რომელიც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შეეხებოდა.
ღონისძიება ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის ფონზე მიმდინარეობდა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთოხების ხელშეწყობა და ამ პროცესში საქართველოს წვლილის გაზრდა წარმოადგენს. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მთავარი თემებია: ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებას, როგორც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში მდგარ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროკავშირის საერთო არქიტექტურაში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს და ამ მიმართულებით თანმიმდევრული და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა გავაგრძელოთ “, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ავსტრიის ელჩს დისკუსიაში მონაწილეობისთვის და საინტერესო გამოფენისთვის მადლობა გადაუხარა.
