სახელისუფლებო გუნდისგან მხარდაჭერილი პრეზიფდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი,
სალომე ზურაბიშვილი დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 14:00 საათზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება.
პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე, 16:30 საათიდან 20:00 საათამდე ზურაბიშვილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
შეხვედრები სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.
