პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო
კილაძე NDI-ის გრძელვადიან დამკვირვებელს, მირიანა კოვაჩევიჩს შეხვდა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ქალთა ჩართულობის და საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის საკითხებზე მუშაობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში გენდერული კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზექართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შესახებ ვისაუბრეთ. ბუნებრივია, საუბარი მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდს და ამ კონტექსტში, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, ოპოზიციის მიერ წარმოებულ უღირს კამპანიას შეეხო. ასეთი შავი კამპანია ქალი კანდიდატის წინააღმდეგ დემოკრატიულ სახელმწიფოში აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ, “ქართული ოცნება“ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანიას ვეწევით და დაუშვებლად მიგვაჩნია ქალი კანდიდატის მიმართ უმსგავსო პოლიტიკური ბრძოლა,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
