ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატია
ეკა ბესელია: სალომე ზურაბიშვილი მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატია
13:01 19.10.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია.

ეს განცხადება მან აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

“იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ მშვიდი გზით იაროს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, დადგეს ფეხზე, საჭიროა გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. სწორედ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოქალაქე, პატრიოტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავისთავში ჩვენი ქვეყნის ისტორიას ატარებს. ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც 28 ოქტომბრის არჩევნებზე მხარს ვუჭერთ,” - განაცხადა ეკა ბესელიამ.



ბეჭდვა