კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მმართველი პარტიის კანდიდატს მხარს გამოკითხულთა 37% დაუჭერდა
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, მმართველი პარტიის კანდიდატს მხარს გამოკითხულთა 37% დაუჭერდა
14:30 25.07.2012
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს,  გამოკითხულთა 37% მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭრდა.

ამავე შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 24% კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მისცემდა ხმას, ხოლო 7% - „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს.

კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. მას რესპოდენტთა 73% უჭერს მხარს.

კვლევის ფარგლებში, საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.



ბეჭდვა