გიორგი ხატიძემ და გივი მიქანაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს
გიორგი ხატიძემ და გივი მიქანაძემ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს
15:23 18.10.2018
ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეა გრძელდება, რომლის ფარგლებში, საპარლამენტთაშორისო კავშირისა და პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) ერთობლივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ და აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მიიღეს მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის თემაზე იმსჯელეს. გიორგი ხატიძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის ფუნქციის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. მათ შორის, საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებსა და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხს შეეხო.

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების პროცესში ძლიერი აპარატის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა. მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს გაძლიერებასა (მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების ანალიზის თვალსაზრისით) და რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება.

ბეჭდვა