თამარ ჩუგოშვილი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა
15:20 18.10.2018
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის(GOPAC) ხელმძღვანელს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა.

მხარეებმა პარლამენტის გაძლიერების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ასევე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, როგორც კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო კორუფციასთან ბრძოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელების კუთხით რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია, რომლის სათაო ოფისი კანადაში მდებარეობს, პარლამენტარების ერთადერთი საერთაშორისო ქსელია, რომელიც კორუფციასთან ბრძოლაზეა ორიენტირებული და მსოფლიოს 62 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

შეხვედრაზე საპარლამენტო გაძლიერების რეფორმებზე ვისაუბრეთ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. სტუმარმა განსაკუთრებული მზადყოფნა გამოხატა მხარი დაუჭიროს საქართველოს ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის პროცესში და სხვა ქვეყნების გამოცდილება გაგვიზიაროს, რომლებმაც მსგავსი გზა გაიარეს.

ასევე აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელების კუთხით საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და შეუძლია სხვა ქვეყნებს გამოცდილების გაზიარება შესთავაზოს “, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

ბეჭდვა