IRI-ს კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა
IRI-ს კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა
14:13 25.07.2012
IRI-ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 43% მხარს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.

კვლევის შედეგად, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 24%, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ რესპოდენტთა 7% მისცემდა ხმას.

გამოკითხულთა 21 %-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე.

კვლევა ორგანიზაციამ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. გამოიკითხა 1 500 მოქალაქე.

ბეჭდვა