საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ დანიის სამეფოში, ოლბორგის
უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა, სახელწოდებით „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპაში“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლექციის ფარგლებში, გიგი გიგიაძემ საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ელჩმა, ასევე თანამედროვე საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზემნიშვნელოვანი მიღწევები მიმოიხილა.
ლექციას ოლბორგის უნივერსიტეტის განვითარების სწავლებისა და საერთშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
