პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მეტროსადგურ „რუსთაველთან“ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს და მოქალაქეებს 27 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
როგორც „ნიუსპრესს „თავისუფალი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლადო ბულბულაშვილმა განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ ერთობლივ აქციას გამართავენ, რომელიც იმ ფინანსური სანქციების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რასაც ბულბულაშვილის თქმით, ხელისუფლება ყოველდღიურად აკისრებს პარტია „თავისუფალ საქართველოს“ და კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
მისივე თქმით, აქცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან 27 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება.
